logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა
- +

8 დეკემბერი. 2019. 01:32

 

„რევოლუციური სცენარი ერთადერთი გზაა, რომელსაც უნდა მიყვნენ, გუბაზმა მესიჯი ხომ ჩამოიტანა იქიდან, იმედი აქვთ, იქნებ ვინმე დაშავდეს“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას ტელეკომპანია „POSTV“-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

 

„პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან პარტიები და ხალხს თხოვენ, შეგვაფასეთ, აგვწონეთ და თქვენი ხედვის მიხედვით მოვალთ პარლამენტში. ის დამოკიდებულება, რაც პარტიებს ერთმანეთთან გვაქვს, არ იძლევა იმის მოლოდინს, რომ შეიძლება კოალიციურად შევიკრათ, მიუხედავად განსხვავებისა და ვთქვათ, რომ ხალხის წინაშე ავიღოთ პასუხისმგებლობა და მთავრობა შევქმნათ. ვერც წარმომიდგენია, ნაცებთან და ყოფილ ნაცებთან კოალიცია“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისი არის პარტიების ურთიერთობათა დონეზე.

 

„არსებობს უმრავლესობა, რომელიც არის გარანტი იმისა, რომ არსებობს მთავრობა და არსებობს სტაბილურობა“, - ამბობს უმრავლესობის ლიდერი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner