logo_geo
eng_logo
ოთარ გრიგოლია: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,5 მილიარდ ლარამდე იზრდება
- +

23 იანვარი. 2020. 12:39

 

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის  2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.  როგორც მან  განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,5 მილიარდ ლარამდე იზრდება. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ეს თბილისის ისტორიაში  უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.

 

„ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი არის ის, რომ ქონების გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილი მნიშვნელოვნად გაიზარდა,  რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა კომერციული ორგანიზაციების შემოსავლები  და  ეკონომიკური აქტივობა ქალაქში. შესაბამისად  ეს ბიუჯეტის შემოსულობებზე აისახა.

 

მეორე ეს არის EBRD-ის სესხი 80 მილიონი ევროს ოდენობით. ამ თანხას  თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით ავტობუსების შემოყვანისთვის დახარჯავს და ქალაქში ძველი, ამორტიზებული ტრანსპორტი  ჩანაცვლდება“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

 

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით,  გაზრდილი ბიუჯეტი  ნიშნავს უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიებს, გაზრდილ სოციალურ პროგრამებს.

 

„ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და დინამიური გახდება. ბიუჯეტის ასეთი ზრდა უპრეცენდენტო მოვლენაა“, - დასძინა ოთარ გრიგოლიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner