logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს: დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის
- +

23 იანვარი. 2020. 19:33

 

 

„დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა“, - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თავისი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ის საშუალებით მას მადლობა გადაუხადა.

 

„არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას NATO-ში გაწევრიანებისკენ,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია NATO-ს გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება ორგანიზაციაში.

 

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რათა ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვთანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner