logo_geo
eng_logo
საქართველოს თავმჯდომარეობით ევროსაბჭომ „ახალგაზრდული სტრატეგია 2030” მიიღო
- +

23 იანვარი. 2020. 23:00

 

 

 

„მიღებულ იქნა “ევროსაბჭოს ახალგაზრდული სტრატეგია 2030”, რომელიც ათწლეულში ერთხელ მიიღება და ჩვენ გვხვდა წილად დიდი პატივი, რომ სწორედ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს მომხდარიყო სტრატეგიის მიღება, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ახალგაზრდობის სტრატეგიას მთელი ევროპის  მასშტაბით,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული  ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, შეხვედრა თემაზე - „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ გაიმართა.

 

ღონისძიების მონაწილეებს  და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს რევაზ ჩარკვიანმა სიტყვით მიმართა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაზე ისაუბრა.

 

 სტრატეგიის მიღება საქართველოზე რამდენიმე მიმართულებით იქონიებს გავლენას. ეს იქნება როგორც საერთაშორისო მიმართულება, ვინაიდან საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის აღიარებულია მოწინავე ქვეყნად ახალგაზრდული სექტორის მიმართულებით. ასევე, მას ექნება სერიოზული გავლენა ქვეყნის შიგნით, ვინაიდან კიდევ უფრო გაძლიერდება მხარდაჭერა ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის ევროპულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ევროსაბჭოსგან უკვე გვაქვს, რამდენიმე ტექნიკური დახმარება მიღებული, მათ შორის, ევროსაბჭოს დაფინანსებით, თებერვალში 30 ახალგაზრდა გაემგზავრება სტრასბურგში და გაივლის 1 კვირიან გადამზადების კურსს,“- აღნიშნა რევაზ ჩარკვიანმა.

 

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველომ თავმჯდომარეობის ოთხ პრიორიტეტად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner