logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა აშშ-ის წარმომადგენლებს ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ
- +

24 იანვარი. 2020. 12:12

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპარლამენტო გუნდში მოხდა ცვლილებები და ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია ამერიკელ კონგრესმენებთან, გავიდნენ გუნდიდან. ოხანაშვილის თქმით, ამის გამო აქვთ ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა.

 

„ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის ადამიანები, ვინც მათ აწვდიდა ინფორმაციას, აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები.

 

როგორც ჩანს, არის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი გუნდის იმ წევრებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საგარეო ურთიერთობებზე, ზუსტი და ობიექტური ინფორმაცის მიწოდებაზე, მიაწოდონ ჩვენს მეგობრობს, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის წარმომადგენლებს შესაბამისი ობიექტური და ზუსტი ინფორმაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქ“-გვერდზე განთავსდა. როგორც წერილშია აღნიშნული, შეშფოთებას გამოთქვამენ „დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზების გამო“. მათივე თქმით, კანონის უზენაესობის პატივისცემა, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა ჯანსაღი დემოკრატიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც იყო გარანტირებული მმართველი პარტიის მიერ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner