logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო უწყება: მივესალმებით, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მიაღწიეს შეთანხმებას
- +

11 მარტი. 2020. 13:15

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლების შეთანხმებას ეხმაურება.

 

 

"მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა კვირას, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც გზას უხსნის საზოგადოების ფართო წრისათვის მისაღებ საარჩევნო სისტემას 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამგვარად, საქართველომ კიდევ ერთი დადებით ნაბიჯი გადადგა წარმატებული დემოკრატიული განვითარების პროცესში.

 

 

შეთანხმება წარმოადგენს სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგს, რომლებსაც ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვუჭერდით მხარს. ის ფაქტი, რომ საბოლოოდ ყველა მხარემ გამოიჩინა დათმობებზე წასვლის მზადყოფნა, იმედის მომცემია.

 

 

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომლებზეც პარტიები შეთანხმდნენ, შეიტანენ მნიშვნელოვან წვლილს პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი განვითარებისა და პოლიტიკურ სისტემაში სხვადასხვა იდეებისა და რწმენის წარმოდგენაში. მოუწოდებთ ყველა მხარეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებაში და გაითვალისწინონ ეუთოს/ ოდირის 2018 წლის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები", - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner