logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს და ქართველების პროფესიონალიზმს
- +

16 მარტი. 2020. 21:27

 

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის ქმედებებს გამართულს, უაღრესად მოზომილსა და თანმიმდევრულს უწოდებს:

 

 

ჩიხელიძის თქმით, ეფექტური პრევენციის ზომების შედეგია, რომ საქართველო ევროპაში ვირუსის გავრცელებით კუთხით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა:

 

 

„ხშირი კონტაქტი მაქვს ევროპაში მცხოვრებ მეგობრებთან, აქტიურად ვეცნობი კორონავირუსთან მიმართებით ევროპული ქვეყნების გამოციდლებას და პრობლემის გადაჭრის იქაურ მეთოდებს. ფაქტების ერთობლიობით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველები კარგი ერი ვართ და რიგ საკითხებში ევროპაზე და ევროპელებზე კარგებიც კი. რაც შეეხება ქვეყნის მმართველ რგოლს, ფაქტია, ევროპაში და მსოფლიოში კორონავირუსის რეალური საფრთხე გვიან შეაფასეს, რაც, როგორც აღმოჩნდა გამოუსწორებელი შეცდომა იყო. დაგვიანებულმა პრევენციულმა ზომებმა კი ფაქტობრივად ევროპის დაპაუზება გამოიწვია, ევროპის კრიზისი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? ვხედავთ მთავრობის გამართლებულ, უაღრესად მოზომილ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს და ქართველების პროფესიონალიზმს.

 

 

სწორედ ეფექტური პრევენციის ზომების შედეგია, რომ საქართველო ევროპაში ვირუსის გავრცელებით კუთხით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, საბედნიეროდ, ინფიცირების საკმაოდ მცირე შემთხვევები გვაქვს, რაც პირველ რიგში მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური საავადმყოფოს და კიდევ უამრავი სტრუქტურის სწორი მუშაობის შედეგია. სამწუხაროდ, მთავრობას უწევს მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს, მაგრამ ყოველი გადაწყვეტილება აუცილებლობით არის გამოწვეული, აუცილებლობით, რომელსაც ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ჰქვია.

 

 

გამოწვევას, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, ყველანი ერთად გადავლახავთ, შემდეგ კი მშვიდად გავაანალიზებთ ყველაფერს, რა დროსაც მთავრობის სიძლიერეს და მათ ქმედით ნაბიჯებს უკეთ დავინახავთ და დავაფასებთ“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner