logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ უნდა დააკონკრეტონ, რომელი პოლიტიკური პირების გათავისუფლებას ითხოვენ
- +

17 მარტი. 2020. 15:40

 

 

„ვინაიდან თქვეს, რომ არჩევნების მშვიდად ჩატარებას რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება ხელს შეუწყობს, ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ უნდა დააკონკრეტონ, რომელი პოლიტიკური პირების გათავისუფლებას ითხოვენ. თუ საუბარია 20 ივნისს პარლამენტზე მიტანილი შტურმის გამო დაპატიმრებულ ადამიანებზე, გაუგებარია, მათი გათავისუფლება როგორ შეუწყობს ხელს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას?“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ საკითხის განხილვისას განაცხადა.

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ლევან გოგიჩაიშვილმა და ლევან კობერიძემ საკითხის განხილვისას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმებაზე და ე.წ. პოლიტპატიმრების თემაზე ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner