logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმ ვადით, რომ არ შეფერხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა
- +

19 მარტი. 2020. 10:33

 

 

„შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმ ვადით, რომ არ შეფერხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიღება არ შეფერხდება.

 

„ჩვენ, ბუნებრივია, აქაც გვაქვს გათვლები გაკეთებული. კონსტიტუციის და რეგლამენტის სრული დაცვით არის შესაძლებელი განსაზღვრულ ვადაში, დაახლოებით, თვენახევარში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოხერხდეს ერთის გაკეთებაც და მეორეს გაკეთებაც, ანუ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს იმგვარი ვადით, რომ ამან არ შეაფერხოს კონსტიტუციის გადასინჯვა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.

 

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ასევე იქნება 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი - ანუ, პარტია, რომელიც 40%-ზე ნაკლებს აიღებს, არ ექნება საპარლამენტო უმრავლესობა და ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას.

 

120/30-ზე მოდელი გულისხმობს - არჩევნების შემდეგ პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიით შევა, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner