logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში
- +

19 მარტი. 2020. 12:58

 

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად.  ჩართული ვართ კოორდინაციის პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს  და პარლამენტი,  თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსის გამო შექმნილი პრობლემის დაძლევაში“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა  ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“.

 

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა პრევენციის მიმართულებით, რათა არ მომხდარიყო ინფექციის გავრცელება.

 

„თუმცა, მხოლოდ საქართველოზე ეს არ არის დამოკიდებული. როგორიც იქნება გლობალური ტენდენცია, ის დიდწილად აისახება საქართველოზეც. აქედან გამომდინარე,  გათვლა უნდა გავაკეთოთ ყველაზე მძიმე სცენარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები. ამ პრინციპით მოქმედებდა დღემდე ხელისუფლება და ამ პრინციპით გაგრძელდება მოქმედება. გლობალური ტენდენციის გათვალისწინებით, საბედნიეროდ, დღემდე საქართველოში კარგი ტენდეციაა, შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მცირე, განსხვავებით ბევრი ევროპული და სხვა ქვეყნებისგან. ეს არის თითოეული იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც  ამ პროცესშია ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner