logo_geo
eng_logo
კახა კალაძის პასუხი “მთავარ არხს”: კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს
- +

26 მარტი. 2020. 23:23

 

 

“ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და რა ხდებოდა წარსულში, ყველას კარგად მოგვეხსენება, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი სკამებისთვის ტენდერის გამოცხადებაზე.

 

 

კალაძემ უპასუხა „მთავრი არხის“ ჟურნალისტის კითხვას, ასეთ ვითარებაში საჭირო იყო თუ არა ტენდერის გამოცხადება, მაშინ, როცა ერთი სკამის ღირებულება დაახლოებით 8 500 ლარი იქნება.

 

 

კალაძის თქმით, პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო.

 

 

„ზოგადად, როდესაც თქვენ საუბრობთ ძვირადღირებულზე, თქვენ, პარტიას, არ გაქვთ უფლება ამაზე ისაუბროთ. ეს კითხვა შეიძლება დასვას ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა – თუ რატომ? და მათ ჩვენ ავუხსნით.

 

 

ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭავჭავაძის გამზირზე, საუბარია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქემ: მე, თქვენ, ახალგაზრდებმა. თუ საჭიროა, ეგეც უნდა გადავიხადოთ.

 

 

კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს, რაში სჭირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა, ასეული მილიონი რომ დახარჯა. აი, ეს არის სხვაობა. ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და რა ხდებოდა წარსულში, ყველას კარგად მოგვეხსენება.

 

 

დღეს ვართ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, რომ რაღაც პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდეთ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ვზრუნავთ ხალხზე, ვზრუნავთ საზოგადოებაზე. აღარ გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვალთ ამ უმძიმესი ბრძოლიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ

 

 

right_banner
არქივი
right_banner