logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ჩვენ პანდემიის შემდგომ ეტაპზეც ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა უნდა ვიყოთ
- +

16 მაისი. 2020. 02:57

 

 

სასიხარულოა, რომ არაერთი რეიტინგული საერთაშორისო გამოცემა ეხმაურება იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და საქართველო განხილული არის როგორც ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული ქვეყანა - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სააგენტო „იუპიაის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის კომენტირებისას, რომლის ავტორი საერთაშორისო საგადასახადო და ინვესტიციების ცენტრის, ენერგეტიკის, ზრდისა და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი ჯეიმს გრანტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.

 

გიორგი კახიანის თქმით, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა პოსტ პანდემიის პერიოდშიც საუკეთესო და სამაგალითო ქვეყანად დარჩეს.

 

ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ არა მხოლოდ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით უნდა ვიყოთ წარმატებული, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ შემდგომ ეტაპზეც ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ქვეყანა იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებთ ეკონომიკის აღდგენას, რამდენად სწრაფად მოვახდენთ ტურიზმის აღდგენას და რამდენად სწრაფად დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაბიჯები და ის ქმედებები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან აქამდე ხორციელდებოდა, ასევე წარმატებული და ასევე სწორი იქნება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ წარმოგვაჩენს მთელი მსოფლიოს თვალში როგორც ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყანას“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner