logo_geo
eng_logo
ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შუამავლები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ
- +

16 მაისი. 2020. 02:37

 

 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული დიალოგის მონაწილეები მიესალმებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ. ამერიკის საელჩო მათ განცხადებას ავრცელებს.

 

მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, გამოეყენებინა საკონსტიტუციო უფლებამოსილება ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისა და თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესისთვის უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად. ჩვენ, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი. მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

 

გიგი უგლავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს საპატიმრო დატოვეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner