logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული
- +

16 მაისი. 2020. 13:51

 

 

“დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება. თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ - თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი  მოუწოდებს მათ,  დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

 

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner