logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არ მაქვს განცდა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის მიერ სასჯელის მოხდას სერიოზული არეულობა მოჰყვებოდა
- +

16 მაისი. 2020. 21:30

 

 

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი პრეზიდენტის შეწყალების აქტს გამოეხმაურა, რომლის საფუძველზეც გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა 15 მაისს საპატიმრო დატოვეს.

 

გვინდა სიმშვიდე. ცალკე ვებრძვით კორონას, ეკონომიკური პრობლემებია და პრეზიდენტმა მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ძალიან ცოტა მეგულება საქართველოში ნეიტრალური, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის თავზე აეღო ამ გადაწყვეტილების სიმძიმე. მე ძალიან გამიჭირდებოდა, სწორედ იმ რეაქციის გამო რაც საზოგადოების მხრიდან მოჰყვებოდა“, - აღნიშნა სუბარმა.

 

მისი თქმით, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება მისთვის მოულოდნელი იყო და ამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო. თუმცა მანამდე არ ჰქონდა განცხადა, რომ თუ ეს ორი ადამიანი ციხეში დარჩებოდა ეს არეულობას გამოიწვევდა.

 

დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს ცალსახაა. მაგრამ ამ სფეროში გადაწყვეტილებები მიიღება ისე როგორც ნებისმიერ სფეროში. გადავაყოლოთ არ გადავაყოლოთ ხმამაღალი ნათქვამია. ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ რაიმე სერიოზული არეულობა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმას, რომ ამ ორ ადამიანს მოეხადა სასჯელი. თუმცა პრეზიდენტმა გადაწყვიტა და მკაფიოდ განმარტა რითი იყო დასაბუთებული მისი გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე. სიმშვიდე არ იქნება არცერთ ქვეყანაში, რაღაც პოლიტიკური ვნებები ყოველთვის არის. უბრალოდ მან ამ ეტაპზე ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო. არ დავიწყებ პრეზიდენტის გადაწყვეტილების არც კრიტიკას არც შეფასებას“, - განაცხადა სუბარმა.

 

15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

 

ვფიქრობთ, ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ორი კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ოპოზიციას სპეკულაციური იარაღი ამოაცალა, „მაგრამ ეს მაინც შეცდომა ჰგონია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner