logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: როგორც კი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას დავიწყებთ
- +

18 მაისი. 2020. 00:56

 

 

“მოგეხსენებათ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე შეწყდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, ამიტომ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება, დავიწყებთ საერთო სახალხო განხილვას ონლაინ რეჟიმში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ივნისის ბოლოსთვის, ყველა პროცედურის შესაბამისი დაცვით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ.

 

 

„ჩვენი მხრიდან ამ ცვლილებებს ექნება მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციას, არ მგონია საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას გაექცნენ. აქედან გამომდინარე, მხარი უნდა დაუჭირონ.

 

 

პროცედურები გახლავთ ასეთი, საერთო სახალხო განხილვები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ასევე მოესწრება სამივე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner