logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობა“ მალე ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, მათ სალაპარაკო თემა აღარ დარჩათ
- +

18 მაისი. 2020. 02:56

 

 

“როცა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ვსაუბრობ მე ვგულისხმობ ორივე ფრთას „ევროპულ საქართველოს“ ამ სივრცის ქვეშ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნებს წააგებენ. გარკვეული მხარდაჭერა საზოგადოებაში აქვთ, მაგრამ იმას ვერ გასცდება. პირველი პოლიტიკური ფასი ის იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე ჩამოიხსნის ნიღაბს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

 

მისი თქმით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ სალაპარაკო თემა აღარ დარჩა.

 

 

 „მათ უნდოდათ ელაპარაკათ რაღაც თემაზე. არაფერი თემა არ ჰქონდათ. უნდოდათ საარჩევნო სისტემის ცვლილება. საარჩევნო სისტემაზე იყო განსხვავებული შეხედულებები. შევთანხმდით ამ საკითხზე, მერე გაჩნდა გარკვეული თემა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების. ამაზე იყო მთელი სალაპარაკო. ახლა ეს თემაც გამოეცალათ“, - აღნიშნა სუბარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner