logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვართ ერთგული შეთანხმების, იმედი მაქვს, ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს
- +

18 მაისი. 2020. 13:09

 

 

„ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ძალიან მალე არის არჩევნები და ის თემა, რაზეც არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უნდა იქნეს ბოლომდე მიყვანილი, კერძოდ. შეთანხმების დეტალები  უნდა იყოს კონსტიტუციაში ასახული და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ რომ  ვართ ერთგული იმ შეთანხმების, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაც მას მხარს დაუჭერს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს სასამართლომ არ შეცვალა გიორგი რურუასთვის აღმკვეთი ღონისძიება, არ შეიძლება გახდეს ოპოზიციის მხრიდან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე  უარის თქმის საფუძველი.

 

 

„ამ შემთხვევაში,  ოპოზიციაში ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ, მათი მხრიდან  ექნება მხარდაჭერა ამ ინიციატივას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომაც“ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ, იმიტომ, რომ არდაჭერის შემთხვევაში ეს იქნება მათი მხრიდან შესაბამისი პასუხისმგებლობა და საუბარი იმაზე, რომ ვინაიდან დღეს სასამართლომ არ შეცვალა აღმკვეთი ღონისძიება, ეს შეიძლება გახდეს ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.  ეს, რა თქმა უნდა, არასწორია, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მაინც მხარდაჭერა ექნება სრულად ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner