logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: სამწუხაროა, რომ დღეს დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი
- +

18 მაისი. 2020. 14:16

 

 

„ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ საქმიანობასთან  დაკავშირებული მოვლენები საკმაოდ სიმპტომატური გახდა. ჩვენ ვხედავთ  სხვადასხვა ქვენების პოლიტიკოსების მიერ ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. მოდური გახდა საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ორიენტაციაა საწყისი და მოტივაცია სახელმწიფოს რეაგირებისას სხვადასხვა ტიპის დანაშაულებების წინააღმდეგ“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ.

 

მისი ინფორმაციით, მოდავე მხარე „ფრონტერასთან“ ამტკიცებს, რომ საარბიტრაჟო დავა იქნა მოგებული გარკვეული მხარის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრონტერას მოუწევს იმ საკითხების მოგვარება, რომელიც გარემოს დაცვასთან, ინფრასტრუქტურასთან, ქონებრივ საკითხებთან არის დაკავშირებული.

 

„ფრონტერა“, რაც მახსოვს, ყოველთვის იყო ორგანიზაცია, რომელიც  გაუგებარ ილუზიებს ქმნიდა. ამაზე საუბრობდა ამ სფეროში ჩართული ბევრი პარტნიორი.  სამწუხაროა, რომ დღეს  კონკრეტული დავა ძალიან კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გახდა პოლიტიკური მანიპულაციის საკითხი. ბევრი პოლიტიკოსი სარგებლობს ახლა შესაძლებლობით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება შეფუთონ პოლიტიკური ჩარჩოთი, მოძებნონ საზღვარგარეთ პოლიტიკოსები, რომლებსაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის ინტერესები ჰქონდეთ და წარმოაჩინონ ეს დასავლეთის პოზიციად. ასეთი ტიპის ჩარევები მიმართული იმისკენ, რომ თითქოს პრორუსული ძალა აკეთებს ამ ჩარევებს, სხვას არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ აღვივებს და აძლიერებს პრორუსულ ორიენტაციებს, თუ ასეთი არსებობს საქართველოში, რადგან დასავლეთი, რომელიც ასეთნაირად რეაგირებს ამგვარ სამართლებრივ საკითხებზე, საქართველოს მოსახლეობას, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად არ სჭირდება. ყველას ვთხოვ, ასეთი კუთხით შეხედოს მსგავსი ტიპის ჩარევებს, როდესაც საუბრობს რუსული ტიპის  პროპაგანდაზე. დასავლეთი ხარჯავს ფულს რუსული პროპაგანდის შესანელებლად და, მეორე მხრივ,  ასეთი ნაბიჯებით პირდაპირ  უჭერს მხარს საქართველოში არსებული პრორუსული ორიენტაციის გაღრმავებასა და გაღვივებას. ასეთი დასავლეთი საქართველოში არავის არ მოწონს. ძალიან ვთხოვ, ამაზე დაფიქრდნენ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner