logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების
- +

23 მაისი. 2020. 18:50

 

 

“პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება რამდენჯერმე გააკეთა.

 

 

„ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner