logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიორგი გახარიამ, ჭადრაკის ენაზე, საყმაწვილო შამათი ჩაუსვა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას
- +

29 მაისი. 2020. 19:04

 

 

ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა, რომელიც პარლამენტში წესით იმყოფება.

 

 

„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო დღეს კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს, ჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება, ეს იყო ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერ-მინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ყურადღება საპენსიო ფონდზე გაამახილა. მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ საპენსიო ფონდი არის მიუღებელი.

 

 

„ამ დროს ეს ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რომელიც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ საპენსიო სისტემის დამკვიდრებას. დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია, კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დანერგოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული, არასწორი ასაკობრივი შემწეობა. მე მოგიწოდებდით და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმასა და ფონდს და შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner