logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია გიგა ბოკერიას: დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ ან დაიღალეთ - დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად
- +

29 მაისი. 2020. 19:07

 

 

„ბატონო გიგა, როგორც ჩანს, გუშინწინდელის შემდეგ ვიღაც გაგიჯავრდათ, რომ ძალიან ისე იქცეოდით და დღეს ზედმეტად აგრესიულები ხართ, ან დაიღალეთ და დაისვენეთ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ცოტა უფრო არგუმენტირებულად, სოლიდურად“, - მიმართა მთავრობის მეთაურმა გიგა ბოკერიას, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით ყოფნისას.

 

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის ეკონომიკური გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრეოდა.

 

„რეალურად არგუმენტი არის ერთადერთი, რომ თქვენი გეგმის მიხედვით ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა ჩამოინგრევა. თქვენ უბრალოდ ამ სულელური ციფრებით, მაისში ადამიანებს პენსიას ვერ გადაუხდიდით, თქვენ პოლიციას ხელფასს ვერ გადაუხდით და სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულირება, რომლითაც ცდილობთ, რომ მოხიბლოთ ვიღაც და გააგრძელეთ, ცოტა უფრო ემოციურად და უკეთესი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner