logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“
- +

2 ივნისი. 2020. 16:43

 

 

“თუ ვერ იქნება მიღებული საარჩევნო ცვლილებები, ჩატარდება იმ საარჩევნო სისტემით, რაც გაგვაჩნია. გაცილებით უფრო დიდი საფრთხეებია ქვეყნის წინაშე, ვიდრე ის, რითიც ოპოზიცია იმუქრება და მუშტებს გვიქნევს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ და მათ შვილებს და ჩვენს შვილებს არ შეექმნათ საფრთხე. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავის-2“-ის ეთერში განაცხადა.

 

 

ვიცე-სპიკერის განცხადებით, საარჩევნო ცვლილებებს, რომელზეც მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიდის, შეჯამება სჭირდება და საზოგადოება ამისთვის მზად არის.

 

 

„რამდენი ხანია მიდის მსჯელობა საარჩევნო სისტემის თაობაზე. რამდენჯერ იყო პოლიტიკოსების „ჯახი“, განხილვები. ამ ყველაფერს შეჯამება სჭირდება და მე არ მეჩვენება, რომ დაგვიანებულია. საზოგადოება მზად არის ამისთვის. არავის უთქვამს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არიან უდანაშაულოები, თვითონ არ უთქვამთ, ოქრუაშვილს განსაკუთრებით, პირდაპირ აღიარებით ჩვენება მისცა ღია ეთერში, რეალურად არც სასამართლოს გაუმართლებია, მით უმეტეს ჩვენ. მაგათ იცით რა უნდათ? აი, ჩვენ მოვითხოვეთ, გამოუშვეს და აღიარეს, რომ პოლიტპატიმრები ჰყავთ ქვეყანაში, პოლიტპატიმრები, წამება მაგ დროს იყო, გინდა ქუჩაში და გინდა საპყრობილეში. რურუას სასამართლომ უნდა გამოუტანოს განაჩენი და არა პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner