logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი
- +

3 ივლისი. 2020. 14:28

 

 

„საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს  სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც ქვეყანას ბევრი რეფორმის გატარება და შრომა მოუწევს.

 

„დემოკრატიზაციის პროცესი რთული პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ უნდა ავითვისოთ, ამ ყველაფრის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. საქართველო,  მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, შეიძლება შემდგომი 10, 15 წელი მუდმივი რეფორმების პროცესში იყოს. რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სამართლებრივი, ინსტიტუციური მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედია სივრცე, უახლოესი წლების განმავლობაში მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს. ჩვენი ძირითადი მიზანია როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს სრულფასოვანი წევრობა, რისთვისაც ბევრი რეფორმის გატარება და ბევრი შრომა მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner