logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ოპონენტები ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით, ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს
- +

9 ივლისი. 2020. 15:07

 

 

„როდესაც ვსაუბრობთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან პოლარიზებული და  პოლიტიზირებული, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები უმეტეს შემთხვევაში, ცდილობენ საგარეო ურთიერთობები და ფაქტორები შიდა პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენონ. ისინი ფულს არ ზოგავენ, რომ ლობისტების საშუალებით ჩვენი ქვეყნის იმიჯი შეილახოს, მაგრამ იქ, სადაც გვაქვს რეალურად დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასებები,  ჩვენ ვხედავთ ძალიან სწორ აქცენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და საქართველო არის იმდენად წარმატებული, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში გაერთიანებას. ამას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ხედავენ და იმედი გვაქვს რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება“, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოცემაში „NEWEUROPE“ გამოქვეყნებულ სტატიას სახელწოდებით „საქართველოს დაახლოვება ევროატლანტიკურ ოჯახთან.​

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner