logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილმა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხები განიხილა
- +

1 აგვისტო. 2020. 21:08

 

 

 

ბათუმში გაიხსნა ორდღიანი სამუშაო  შეხვედრა სასამართლო აქტების გამოყენებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე.

 

 ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელმაც ასევე წარმოადგინა  კომიტეტის ხედვა განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან  დაკავშირებით.

 

  „ჩვენ დღეს ვიხილავთ  საკითხებს, რომლებიც შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც თავის მხრივ შეეხება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს. შესაბამისად, ეს საქმე იხილებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთო სასამართლოების ფარგლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება, განსაკუთრებით პერსონალური მონაცემები, შესაძლოა გასაჯაროვდეს და ამასთანავე აღნიშნა ამ გადაწყვეტილებაში, რომ აუცილებელია ამასთან დაკავშირებით არსებობდეს იმ პირის პოზიცია, ვისაც შეეხება ეს გადაწყვეტილება და  ვისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროებაზეც არის საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

სამუშაო შეხვედრის დისკუსიებში მონაწილეობას ღებულობს ასევე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

 

 მისი თქმით,  ინტერესის დაცვა პერსონალურ მონაცემებსა და გადაწყვეტილების საჯაროობას შორის ძალიან საინტერესო საკითხია და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა მონაწილეობით მიღწეული იქნება ის შეთანხმება, რომელიც შემდეგში უკვე საკანონმდებლო სივრცეში აისახება.

 

 ღონისძიებაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი მონაწილეობენ.​

 

 

right_banner
არქივი
right_banner