logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას მოქმედების ორი არეალი აქვს - პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები
- +

3 აგვისტო. 2020. 02:59

 

 

ოპოზიციას მოქმედების ორი არეალი აქვს - პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები. 8 მარტის შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესრულებულია. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაარღვია ძველმა ოპოზიციამ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას ცვლილებების, მხარდაჭერის პირობა მისცა, მხარი მაინც არ დაუჭირა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.

 

რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს, ეს არის სპეკულაცია. როდესაც მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და არ ჰყავთ, ან ცოტა ჰყავთ ლიდერები, ვისაც შეუძლია პირდაპირ მივიდეს საზოგადოებასთან და რაიმე მხარდაჭერა მიიღოს, მოქმედების ორი შესაძლო არეალია – ჩვენი პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები, რასაც მუდმივად აკეთებდნენ. პარტნიორების მოსაზრებას ყოველთვის პატივისცემით ვეკიდებით. როგორც ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ შემოდგომაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. დავამტკიცეთ ახალი საარჩევნო მოდელი, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, ვმუშაობთ უსაფრთხოების წესებზე, რომელიც პანდემიის დროს არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მოგვცემს. ასევე, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ქვეყანაში, ვინაიდან ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავად ნახონ, თუ როგორი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა არანაირი საფრთხე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებს და მეგობრობას არ ემუქრება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner