logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას
- +

3 აგვისტო. 2020. 15:14

 

 

“დღეს გადარჩენაა, არა ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მცდელობა რომელიმე პარტიის მხრიდან, არამედ მრავალპარტიული პარლამენტი”, –  ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

 

„ვფიქრობ, სააკაშვილი მოწყვეტილია ობიექტურ რეალობას და მას არ ესმის, რომ როდესაც ის ხალხთან კოალიციაზე ლაპარაკობს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს მასთან კოალიცია არ უნდა. მას უბრალოდ არ ესმის, რომ საქართველოში არის განწყობა, როდესაც ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული მმართველობა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner