logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებიც პოლიტიკაში იდეებსა და ენერგიას შემოიტანენ
- +

3 აგვისტო. 2020. 15:54

 

 

 

„საპარლამენტო გუნდის განახლება სწორედ პროპორციული სიის ხარჯზე მოხდება, რომელსაც სექტემბერში წარვადგენთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

„ასევე, პარლამენტში იქნება მეტი ქალი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გამოცდილი პოლიტიკოსებიც იქნებიან, ასევე იქნებიან ახალი სახეები, რომლებიც პოლიტიკაში იდეებსა და ენერგიას შემოიტანენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner