logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ყოველთვის იარსებებენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ე.წ. „გარე დაკვეთაზე“ იმუშავებენ
- +

5 აგვისტო. 2020. 15:50

 

 

„დემოკრატიას აშენებს მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც, ეგრეთ წოდებული „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობენ ქვეყნის მართვას“, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებაზე კომენტარისას განაცხადა.

 

 მისი თქმით,  ქვეყანა, რომელიც ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია როგორც ჩვენ ვართ, აქვს გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც. დეპუტატი ქვეყნის ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევს ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური ძალების არსებობას, რომლებიც „გარე დაკვეთებზე“ მუშაობენ.

 

„გამოწვევათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველთვის იარსებებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ „გარე დაკვეთაზე“ იმუშავებენ და ამიტომ მხოლოდ ის ხალხი შეძლებს დემოკრატიის აშენებას, რომელიც მკაფიოდ შეეცდება დააფიქსიროს ის პოლიტიკური ძალები და მათ მისცეს მართვის სადავეები, რომლებიც „შიდა დაკვეთაზე“ არიან ორიენტირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედგეს დემოკრატია.  ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი ხალხი და საზოგადოება არსებობს, მაგრამ დემოკრატიას ყველა ვერ აშენებს. ამას მხოლოდ ის საზოგადოება ახერხებს, რომელიც, „შიდა მოთხოვნაზე“ ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს ანდობენ ქვეყნის მართვას, რომლებიც შემდეგ წარმატებულად შეძლებენ დაამყარონ ურთიერთობა ყველა საერთაშორისო პატრნიორთან“,- განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner