logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - მადლობა ყველას!
- +

6 აგვისტო. 2020. 21:06

 

 

საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ, 8 ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვეყანას, ვინც ეს განცხადება მიიღო გაეროში, ან ცალკე ,,ტვიტერზე“ გამოგვეხმაურა; ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მადლობა ყველას! ეს იმის ნიშანია, რომ არც ჩვენ და არც მსოფლიო ამას არ ეგუება და მსოფლიო საქართველოს გვერდით დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოს და რომლებიც ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე გადაიტანს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner