logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დღეს საქართველო სრულად არის მზად NATO-ს წევრობისთვის
- +

8 აგვისტო. 2020. 12:43

 

 

„დღეს საქართველო სრულად არის მზად NATO-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე.

 

გახარიას თქმით, სპეკულაციების მიუხედავად, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

 

„ადამ კინზინგერის განცხადებას ვაფასებ შემდეგნაირად: მიუხედავად, აი ამ ბაკქანალიისა, ბრალდებისა,  მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მიმართულებებზე. ეს არის: NATO, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.

 

ამ მიმართულებით როგორი სპეკულირებაც არ უნდა გააგრძელონ, საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად NATO-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. ეს არის პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა“, – განაცხადა გახარიამ.

 

შეგახსენებთ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა, რომ დადგა დრო, საქართველო გახდეს NATO-ს სრულუფლებიანი წევრი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner