ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი აღნიშნულის წინააღმდეგ მისცა ხმა.
როგორც LIBE-ს კომიტეტის „ტვიტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა თებერვალში გაიმართება. ამჟამად პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.
LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.