logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: საქართველოს მოქალაქეებისთვის კარგი ახალი წელი იქნება
- +

12 იანვარი. 2017. 15:09



ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანი განცხადებით, ეს კარგი ახალი წელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.


მივესალმები ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხისადმი მტკიცე მხარდაჭერას," - წერს იოჰანეს ჰანი „Twitter"-ზე.


დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა.


კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაცის მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.


რაც შეეხება კენჭისყრას პლენარულ სხდომაზე, იგი თებერვალში გაიმართებ 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner