logo_geo
eng_logo
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს
- +

23 თებერვალი. 2018. 10:59



ავსტრიის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. საპარლამენტო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა საკომიტეტო მოსმენებზე და ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.


„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მუდმივმოქმედი კომიტეტის და სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა, ერთი მხრივ, ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ და ასევე კიდევ ერთხელ გამეცნო ჩემი კოლეგებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გამესვა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში ეუთო-ს საპარლამენტო როლის მნიშვნელობაზე", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.


„ჩემთვის, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის დისკუსიის საგანი, ბუნებრივია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები, რომლებიც ეუთო-ს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია", - აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner