logo_geo
eng_logo
გიორგი ბეგაძე: ეს ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიაზეც მკაფიო, დადებით გავლენას მოახდენს
- +

23 თებერვალი. 2018. 13:53



უმრავლესობის წევრის გიორგი ბეგაძის განცხადებით, მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტ შემოსავალს უნდა ველოდოთ ქვეყნის ეკონომიკაში.


მისი თქმით, ფინანსთა მინისტრის ახალი ინიციატივა გულისხმობს 5% -იანი დაბეგვრის რეჟიმის 1% მდე შემცირებას და ის ნაცვლად 100 000 ლარისა, 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეებზე გავრცელდება.


მისივე განცხადებით, სხვა სფეროებთან ერთად ეს ცვლილება ტურიზმის ინდუსტრიაზეც მკაფიო, დადებით გავლენას მოახდენს.

 

„ეს ინიციატივა პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითდასაქმების და ბიზნესის წამოწყების საუკეთესო შესაძლებლობაა და ტურიზმის სფეროშიც გაზრდის მცირე მეწარმეთა რიცხვს, ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ტურისტულ ბაზარზე, ტურიზმის პროდუქტების და მომსახურეობის გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს, რაც ტურიზმის ინდუსტრიას დღეს ძალიან სჭირდება. ამ შემთხვევაში კი შედეგი დადგება ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიიდან გაცილებით მეტი შემოსავალი შემოვა ქვეყნის ეკონომიკაში, ვიდრე წინასწარი პროგნოზით ვვარაუდობდით", - განაცხადა ბრეგაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner