logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, გულწრფელობის იმიტაციას დავიჯერებდი
- +

23 თებერვალი. 2018. 16:35


 


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია უმცირესობის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.


ქანთარია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დასრულების შემდეგ კითხვები უმრავლესობასაც გაუჩნდეს, თუმცა მისი აზრით, ახლა ამ კითხვების დასმის დრო არ არის.


„ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ზედაპირულად სწორია და რაღაცა გულწრფელობის იმიტაციაც ახლავს თან. საკითხი მართლა ძალიან რთული და საფრთხილოა. ყველას აქვს თავისი გარკვეული ინტერესები და ესეც ბუნებრივია. გამოკვეთილია აქ თქვენი ინტერესი. თქვენ რომ ცოდვიანი ოპოზიცია არ იყოთ, იქნება რაღაცა დამეჯერებინა, მაგრამ თქვენ, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, შეურაცხყოფაში, ძალიან ძნელია დავუჯერო. არა მარტო მე არ მჯერა, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სჯერა ეს. შეიძლება მართლა მოვიდეს დრო, როცა ჩვენ დავსვათ მწვავე კითხვები, ისიც შეიძლება, რომ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ჰგონია, რომ ეს დრო მოვიდა, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. სცენარი ზედაპირზეა, თუმცა მომზადებულები ხართ, გულწრფელობის იმიტაცია გაგაჩნიათ, მაგრამ კარგად რომ ვიცნობთ თქვენს მოდგმას, ქვეტექსტები არის ჩემთვის ნათელი. რას რა უნდა მოყვეს და ამის შემდეგ როგორი წიოკის და გნიასის ატეხვა გინდათ, კარგად ვიცით. ახლა საუბრობთ სათაურზე. სათაურში რა იქნება, დიდ გასეირნებას დაარქმევთ თუ მცირეს, თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესიდან პირადი სარგებელი მონახოთ. ჩვენი ინტერესია ქვეყნის უსაფრთხოება", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner