logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიას: რატომ არ უნდა ვენდო გამოძიებას და ვენდო თქვენს ყალბ აღშფოთებას?
- +

23 თებერვალი. 2018. 17:13



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს" წევრს ელენე ხოშტარიას კითხვით მიმართა, აქვს თუ არა მორალური და ზნეობრივი უფლება, პარლამენტის ტრიბუნასთან იდგეს და აფგან მუხთარლის საქმეზე კითხვებს სვამდეს.

 

„არც თქვენი პოლიტიკური თუ საპარლამენტო ცხოვრების წესი, არც თქვენი საქმიანობა იმის უფლებას არ მაძლევს, რომ თქვენს განცხადებებს და თქვენს გულწრფელობას სერიოზულად შევხედო. რა საჭიროა კომისიის შექმნა, თუკი უკვე ყველაფერი იცით, თუ რომელი მანქანიდან რომელ მანქანაში გადასვეს და ასე შემდეგ... ყველაფერი უკვე გამოგიძიებიათ და მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობთ. ძალიან საყვარლად კი მოყევით, თურმე ჟურნალისტი პურის საყიდლად მიდიოდა და კაცმა რა დააშავა... ასე პურის საყიდლად, დროს სატარებლად, შეყვარებულებთან შესახვედრად მიდიოდნენ ის ახალგაზრდა ბიჭები, ქუჩებში რომ ჩახოცეთ, მაგრამ მაშინ არავითარი კომისიის შექმნა არ მოგდომებიათ. რატომ უნდა ვენდო აფგან მუხთარლის სიტყვებს, რომელიც ჩემი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საშინელ განცხადებებს აკეთებს და არ ვენდო გამოძიებას ან რატომ უნდა გენდოთ თქვენ - თქვენს ყალბ აღშფოთებასა და გულზე მჯიღის დაკვრას?" - მიმართა უმცირესობას ზაზა პაპუაშვილმა.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner