logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ელენე ხოშტარიას: არანაირი პოლიტიკური მდგენელი... სამი კითხვა მექნება თქვენთან...
- +

23 თებერვალი. 2018. 17:20



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს" წევრ ელენე ხოშტარიას მიმართა, რომლის ინიციატივაა, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში  დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

 

„გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება?

 

აუცილებლად უნდა დავადასტურო, რომ ალოგიკურს ნამდვილად არაფერს არ ვხედავთ ამ მოთხოვნაში. კითხვებს ყოველთვის პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ არსებობს გარკვეული ლოგიკაც, რა შემთხვევაში შეიძლება მართლაც რაღაც ნაბიჯი გადაიდგას - მართლაც უნდა დავრწმუნდეთ ჩვენ ამაში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ ელენე ხოშტარიას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით სამი კონკრეტული შეკითხვა დაუსვა.


„სამი კითხვა მექნება და გთხოვთ, ჩაინიშნოთ. არანაირი პოლიტიკური მდგენელი ამ კითხვებში არ იქნება.

 

პირველი: - ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, რა მოლოდინები გაქვთ? რა პროცედურული მექანიზმები მიგაჩნიათ, რომ გვექნება ჩვენ - კომისიის შემადგენლობაში ვინც ვიქნებით ან ვინც იქნება, რაც არ აქვს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანიზაციას?

 

მეორე: - გაქვთ თუ არა ისეთი ინფორმაცია, რასაც საჯარო გამოსვლებში ამ საკითხზე საუბრის დროს არ ან ვერ ახმოვანებთ და ამას გაახმოვანებთ ისეთ შემთხვევაში, თუ კომისია შეიქმნება?

 

მესამე: - წინა ხელისუფლების დროს, ალბათ გახსოვთ, რომ 3-თვიანი წინასაგამოძიებო ვადები არსებობდა, რაც შემდგომ შეიცვალა და მე სწორად მიმაჩნია, რომ შეიცვალა. მათ შორის იყო საერთაშორისო პრაქტიკა, საქმის სპეციფიკები, ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 12 თვემდე და ასეთი ვადა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დღეს საერთოდ არ არსებობს. ეთანხმებით თუ არა ამ მიდგომას?" - მიმართა მდინარაძემ ხოშტარიას.


ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner