logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა: კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს!
- +

24 თებერვალი. 2018. 00:03



პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.


ჟურნალისტებთან საუბარში ხულორდავამ აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.


„ჩემი პოზიცია კენჭისყრამდეც დავაფიქსირე. გამოძიება აუცილებელია და ჩემთვის გამოძიების ყველა ფორმა მისაღებია.

 

კითხვებს, რომელიც ამ საქმეზე არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს. ყველამ თავისი განწყობით იხელმძღვანელა", - განაცხადა ხულორდავამ.


პარლამენტში კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა, მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ - 22 წავიდა. კომისიის შექმნას მხარი უმრავლესობის წევრებმაც დაუჭირეს, რომელთა შორის იყვნენ ირინე ფრუიძე, ირაკლი შიოლაშვილი და თამარ ხულორდავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner