logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს არავინ შეეხოს
- +

25 თებერვალი. 2018. 12:05




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად.

 

„ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ის, რაც მოხდა ცხინვალში. ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული და არავინ შეეხოს მათ სიცოცხლეს. ამისათვის უნდა გაკეთდეს ყველაფერი", - განაცხადა კობახიძემ.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner