logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ჩვენი ოკუპაციის კიდევ ერთი მტკივნეული შედეგია
- +

25 თებერვალი. 2018. 12:41




საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებულ ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ოკუპაციის დასრულება მთავარი ამოცანა იყოს.

 

„ეს არის კიდევ ერთი მტკივნეული ისტორია და კიდევ ერთი მტკივნეული შედეგი ჩვენი ოკუპაციის, რუსეთის აგრესიის. იმის თქმა, რომ მსგავსი ფაქტების აცილება შესაძლებელი იქნება და საერთოდ გამორიცხვა, სანამ ოკუპაცია გრძელდება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია. პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ბიჭების გასათავისუფლებლად, ვინც დღესაც დაპატიმრებულები არიან და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის უდიდესი იმედი გვაქვს. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოკუპაციის დასრულება იყოს მთავარი ამოცანა. სამწუხაროდ, საქართველო აქ მარტო არ არის, რუსეთის აგრესია ვრცელდება ბევრ ქვეყანაზე, ჩვენს მეზობელ უკრაინაზეც, მაგრამ საერთაშორისო მხარდაჭერა გვაძლევს იმედს, რომ ოკუპაცია სრულად დამთავრდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner