logo_geo
eng_logo
ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს
- +

25 თებერვალი. 2018. 17:35




ლიტვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხის ევროკავშირში განხილვას მოითხოვს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

 

„რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. ვგმობ საქართველოს მოქალაქეთა დევნას, ვითხოვ ადგილზე შეიქმნას საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მექანიზმი. ამ საკითხს ხვალ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო სხდომაზე დავაყენებ", - წერს ლინკევიჩუსი.


შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner