logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება
- +

22 ივნისი. 2018. 13:21

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება.

 

მისივე თქმით, რეორგანიზაციის მხრივ საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები, რომელიც სამინისტროებს გააჩნიათ, სწრაფად უნდა განხორციელდეს, რათა მოქალაქეებმა სრულყოფილი სერვისი მიიღონ.

 

„ყველა სამინისტროს თავისი ფუნქცია გააჩნია. პირობითად ვამბობ, არის 14 სამინისტრო და არის 30 მსხვილი ფუნქცია, რომელსაც ეს სამინისტროები ასრულებენ. 11 სამინისტროს შემთხვევაში ეს 30 ფუნქცია კვლავ რჩება. ეს ფუნქციები არსად არ მიდის და ყველას თავისი მომსახურება სჭირდება. ასე რომ, სამინისტროებიდან ადამიანების გაშვება არ იგეგმება, ვინაიდან არ იგეგმება ფუნქციების შემცირება. ეს ფუნქციები უნდა განხორციელდეს. საუბარია იმაზე, რომ ფუნქციები განხორციელდეს უფრო სწრაფად და მთავრობა გახდეს უფრო მობილური, ვიდრე იყო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner