logo_geo
eng_logo
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს, 20:00 საათზე დაიწყება
- +

22 ივნისი. 2018. 13:58

 

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გაგრძელდება კონსულტაციები მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით.

 

ამის შესახებ აღნიშნული „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მათივე ინფორმაციით, კონსულტაციები 20:00 საათზე დაიწყება, დასრულების შემდეგ კი მედიისთვის გაკეთდება კომენტარები.

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბიუროს ფორმატში პარლამენტის წევრებთან კონსულტაციები გუშინაც გამართა.

 

როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა, რამდენი სამინისტრო დარჩება საქართველოს მთავრობაში, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner