logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძის პასუხი ზაზა სარალიძეს
- +

22 ივნისი. 2018. 20:17

 

 

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის გამო და ბატონ ზაზას შევეხმიანო, ვინაიდან პირადად მომმართა“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას ზაზა სარალიძეს პასუხობს.

 

„ვწუხვარ, რომ ვერ მოვუსწარი, ვუპასუხებდი კითხვის დასმისას: სამინისტროში ყველა თანამდებობის პირს თავისი განსაზღვრული უფლებამოსილებები და საკურატორო სფერო აქვს. შესაბამისად, ჩემი მუშაობის 2 წლის მანძილზე იქ პასუხისმგებელი ვიყავი პატიმრების სამედიცინო დახმარებაზე, ჩემი მართვის სფერო იყო ჯანდაცვა. თითოეულ საათზე და დღეზე, რომელიც სამინისტროში გავატარე, შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ, რით ვიყავი დაკავებული, რომ შემცირებულიყო სიკვდილიანობა, შემცირებულიყო ტუბერკულოზის გავრცელება და რაც მთავარია, დაწყებულიყო C ჰეპატიტის პროგრამა. შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, ხვდებით, მირზა სუბელიანის ან რომელიმე სხვა ჩემი კოლეგის ყოველდღიურ საქმიანობაზე ვერ ვიქნებოდი საქმის კურსში. მესმის, ბევრი პოლიტიკური მესიჯი, მითი და რეალობა ტრიალებს თქვენს გარშემო ამ პერიოდში და მგლოვიარე ადამიანს პოლიტიკა რაში გაინტერესებთ… ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ეს კომისია, რომ საქმის გამოძიებასთან ერთად, იმაზეც გაგეცეთ პასუხები, რა არის ნამდვილი და რა ჭორები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner