logo_geo
eng_logo
„2500 ლარზე მაღალი ხელფასი 30%-ით უნდა დაიქვითოს“ - გია ჟორჟოლიანის ინიციატივა
- +

12 ივლისი. 2018. 22:14

 

 

2 500 ლარის ზემოთ არსებული სახელფასო შემოსავალი 30 პროცენტით უნდა დაიბეგროს. ეს ინიციატივა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უმრავლესობიდან, გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის. დეპუტატი თავის ინიციატივაზე On.ge-ს ესაუბრა.

 

მისი თქმით, მეტი საშემოსავლოს გადახდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს მოუწევს, რადგან მხოლოდ მათი შემოსავალი აღემატება 2 500 ლარს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამით ნახევარი მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელია, საიდანაც 400 ათასი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე, დარჩენილი 100 ათასი კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასების გაზრდას უნდა მოხმარდეს.

 

დეპუტატმა On.ge-ს კონკრეტული მაგალითით აუხსნა როგორ აისახება ახალი ინიციატივა მოქალაქეებზე. თუ თქვენი ხელფასია 3 000 ლარი, აქედან 2 500 ლარი დაიბეგრება 20 პროცენტით, 500 ლარი კი - 30 პროცენტით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner