logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი დავით ჭიჭინაძეზე: ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას
- +

19 ივლისი. 2018. 15:11

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის თქმით, არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია.

 

მისივე თქმით, პირიქით, გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

 

„არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის თუნდაც მცირედი ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის ეშინია. პირიქით, მე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საპარლამენტო ოპოზიცია არა არგუმენტებით, არამედ ძირითადად ტყუილზე დაფუძნებული შავი პიარით ცდილობს პოლიტიკურ პაექრობას - ამ ფონზე ჩვენთვის გუნდის შიგნით კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული აზრი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, სესიაშვილს მიაჩნია, რომ ის მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას.

 

„რაც შეეხება ბატონ დავით ჭიჭინაძეს, ყოველგვარი პირადი დამოკიდებულების გარეშე, ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდა გუნდიდან გასვლას. რიგ შემთხვევებში მისი საჯარო განცხადებები სცდებოდა ელემენტარულ შიდაპარტიულ დისციპლინას, რაც ყველას მოგვეთხოვება და ისე ჩანდა, რომ ის ითხოვდა გარიცხვას.

 

მეც მქონია შემთხვევა, როდესაც საერთო გუნდის იმ მცირე ნაწილში მოვხვედრილვარ, რომელსაც გარკვეული გადაწყვეტილება არ მოსწონებია, თუმცა როცა გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მას შესაძლოა უფრო პრაგმატული მიდგომა ჰქონდეს. ბატონი დავითის შემთხვევაში გუნდი დავრჩით საჯარო განცხადების წინაშე, სადაც ის საუბრობდა იმ თემებზე და ისეთ მტკიცებით ფორმაში, რომ მისი სიმართლე იყო ჭეშმარიტება და დანარჩენი გუნდი არასწორ გზაზე იდგა, რაც მიმაჩნია რომ არის არათუ სახიფათო, არამედ სცდება პოლიტიკურ კულტურას. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ბუნებრივია და არა კონტრრეაქცია.

 

რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი ემოციური ხასიათის შესახებაც ვიცი. ვფიქრობ, მისი მკვეთრი განცხადება გადაჭარბებული იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ღირებულებები გვაერთიანებს, ვფიქრობ, გედევანთან ერთად საერთო პოზიციების შეჯერება არ გაგვიჭირდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner