logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: მოთმინებას ვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს
- +

19 ივლისი. 2018. 17:16

 

„მოთმინებას ვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად, ცდილობდა მოვლენები რადიკალურად არ განვითარებულიყო“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

 

„სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს განსხვავებული აზრის ავტორი კოლეგა მოქმედებაში ან აზრის გამოთქმისას ვინმეს რამეში შეეზღუდა, გუნდში არ არსებობს დეფიციტი განსხვავებული აზრების მრავალფეროვნებისა, მაგრამ ურთულესია დამცირების და შეურაცხყოფის პირობებში ჯანმრთელ სამუშაო გარემოზე ლაპარაკი.

 

მე პირიქით, მოთმინებას ვუწონებ პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების მიუხედავად ის ცდილობდა მოვლენები რადიკალურად არ განვითარებულიყო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner