logo_geo
eng_logo
შტუტგარტში ზვიად გაბისონიას და შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ, მიხაელ აუერის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
- +

13 აგვისტო. 2019. 12:11

 

მიმდინარე წლის 12 ივლისს, გერმანიაში, ქ. შტუტგარტში,  შტაინბაისის ფონდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის გენერალური  დირექტორის, ზვიად გაბისონიას და შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტის პროფესორ, მიხაელ აუერის  ოფიციალური შეხვედრა გაიმართა.

 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფ. ზვიად გაბისონიამ შტაინბაისის ფონდის წარმომადგენლებს გააცნო რუსთაველის  ფონდის საქმიანობა, მიზნები, პრიორიტეტები. ასევე დეტალურად განიხილა მეცნიერების რეფორმის ძირითადი პრინციპები.

 

შტაინბაისის ფონდის პრეზიდენტმა,  პროფესორ აუერმა სურვილი გამოთქვა საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყებაზე და პარტნიორ ინსტიტუციად სწორედ რუსთაველის ფონდი დაასახელა.  მომავალი წლიდან შტაინბაისის ფონდი დაეხმარება რუსთაველის ფონდს გამოყენებითი საგრანტო პროექტების ტექნოლოგიურ ტრანსფერებად გარდაქმნის პოლიტიკის შემუშავებაში!

 

შტაინბაისი არის გერმანიის ერთ ერთი ყველაზე დიდი ფონდი, რომელიც კერძო დაფინანსებების ჭრილში მუშაობს. შტაინბაისი 30 წელზე მეტია, რაც   წარმატებული ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემას ემსახურება. ფონდის ქსელი აერთიანებს  1,100 ტრანსფერულ კომპანიას და გვთავაზობს ტექნოლოგიისა და მართვის ფართო გამოცდილებას. 

 

პროფესორ აუერმა იმედი გამოთქვა გრძელვადიან თანამშრომლობაზე. მიმდინარე წლის ბოლომდე ფონდებს შორის შემუშავდება თანამშრომლობის დეტალური გეგმა და ფორმატი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner